воскресенье, 9 декабря 2012 г.

1.როექტის სახელწოდება: ,,როგორია აღმოსავლური ხელოვნება"
2.პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები იკვლევენ და ეცნობიან  აღმოსავლური ხელოვნების თავისებურებებს.
3.პროექტის  მნიშვნელობა და აქტუალობა: მოსწავლემ შეძლოს აღმოსავლური  და ევროპული ხელოვნების შედარება,აღმოსავლური არქიტექტურული ძეგლის ამოცნობა და მხატვრული ანალიზი. გაეცნოს "ჩრდილების თეატრის'' შექმნის  ისტორიას.განუვითარდეს წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.შეძლოს დისკუსიაში მონაწილეობა.გაეცნოს ''იკებანას ''ხელოვნების ისტორიას.შეძლოს ჩაის ცერემონიის,
როგორც იაპონური კულტურის  უნიკალური ტრადიციის პრინციპების გააზრება.
გაეცნოს ''სუმიეს'' აღმოსავლურ ფერწერას. შეძლოს აღმოსავლური ფარნებისა და მარაოების დამზადება.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობისა და ერუდიციის წარმოჩენა
  • მოსწავლეები გაეცნონ  აღმოსავლურ კულტურას, მოაწყონ წვეულება, რომელზეც ჩინური და იაპონური სტილის  ნამუშევრებით შეძლებენ აღმოსავლური გარემოს შექმნას.
  • მოსწავლემ  განასხვაოს ერთმანეთისაგან აღმოსავლური და ევროპული  ხელოვნების ნიმუშები.
  •  გაეცნოს ჩრდილების თეატრის  წარმოშობის ისტორიას.
  • შეძლოს  მხატვრული ანალიზის მეშვეობით სხვადასხვა  ნამუშევრების ფიგურების დახასიათება.
  •  განუვითარდეს წარმოსახვის უნარი და მოიფიქროს სცენარი ჩრდილების თეატრისათვის. 
  • შეძლოს ჩრდილების თეატრისათვის ფიგურებისა და ეკრანის დამზადება.
  • გაეცნოს იკებანას ხელოვნებას და შეძლოს იკებანას ნიმუშის შექმნა.
  • გაეცნოს ჩაის ცერემონიას და შეიგრძნოს იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი.
  • გაეცნოს ჩინურ ფერწერას და შეძლოს ჩინური ფერწერისთვის დამახასიათებელი  ძირითადი  ნიშნების ამოცნობა.
  • გაეცნოს იაპონური ფერწერის ერთ-ერთ ტექნიკას ''სუმიეს'' და შეძლოს სუმიეს სტილის ნახატის შექმნა.
  • შეძლოს ჩინური ფარნების და მარაოს დამზადება. 
5.მონაწილეთა ასაკი :14წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოეწყობა  ''აღმოსავლყრი წვეყლება'', რომელზეც წარმოდგენილი იქნება იკებანას ნიმუში. ჩრდილების თეატრის  სპექტაკლი და იაპონური სტილით შესრულებული  ნახატების გამოფენა. წვეულებაზე სტუმრებს  შეიძლება შევთავაზოთ "ჩაის ცერემონიაში"მონაწილეობის მიღება.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ჩრდილების თეატრისატვის სცენარის შექმნა,მასალა თოჯინების გამოსაჭრელად, თეთრი ნაჭერი და ჩარჩო  ეკრანის დასამზადებლად,ფარდა ,განათება,. ყვავილები და ფაიფურის ქოთანი იკებანას შესაქმნელად. ქაღალდი,ტუში, აკვარელის ან გუაშის საღებავები, წვრილი ფუნჯი-აღმოსავლური ფერწერის ''სუმიეს"' დასამზადებლად. ასევე ფერადი ქაღალდები- უმეტესად წითელი, წებო, მაკრატელი  ჩინური ფარნების და მარაოების  დასამზადებლად.
6.პროექტის მსვლელობა: მოეწყობა დარბაზი ჩრდილების თეატრის სპექტაკლისათვის, რომელიც გაფორმდება დეკორაციებით, იკებანას ნიმუშევრებით, გამოიფინება იაპონური ფერწერის" სუმიეს" სტილით შესრულებული  ნამუშევრები, მარაოები, ფარნები და სხვა აღმოსავლური ნივთები შესაფერის ადგილზე. მოეწყობა ჩაის ცერემონიის ამსახველი  პანტომიმური წარმოდგენა. აქვე იქნება მთხრობელი , რომელიც კომენტარს გაუკეთებს "მსახიობთა" მოქმედებებს, რომელიც  ჩაის ცერემონიის არც ერთ დეტალს არ გამოტოვებს. დარიგდება მოსწავლეების მიერ დამზადებული  მოსაწვევები და  გამოიკვრება აფიშა.
8.საგნობრივ   ჯგუფებთან კავშირი: ხელოვნება, ქართული, ისტორია.
9.პროექტის ხელმძღვანელი: ირინე  ყარყარაშვილი.
10.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irine.yaryarashvili.68@gmail.com
11.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irine68blogspot.com