ინტელის ტრენინგი2019

ტრენინგის რეფლექსიები
I დღე - 30 მარტი
განვიხილეთ ტრენინგის შინაარსი, განვსაზღვრეთ მოლოდინები, განვიხილეთ ტექნიკური ინსტრუმენტები, ვიმსჯელეთ სხვადასხვა ეფექტიან სტრატეგიებზე, ვისაუბრეთ ტესტებზე, როგორც ცოდნის შემოწმების საშუალებაზე  ,,Edmodo"-ს გამოყენებით.

II დღე  -31 მარტი
 გავიხსენეთ წინა დღე,  ვიმუშავეთ ,, გუგლ დრაივში". ვიმსჯელეთ პროექტებზე, პროექტის მნიშვნელობაზე, გავიხილეთ ბლოგები და ვიმუშავეთ ბლოგში.

  III დღე - 6 აპრილი
გავიხსენეთ  წინა ტრენინგებზე განხილული საკითხები. ასევე  ვისაუბრეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე.  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გუგლ დრაივში შევქმენით პროექტის პორტფოლიო, შესაბამისი საქაღალდეებით.  ვისაუბრეთ პროექტის ფასილიტაციაზე, განვიხილეთ პროექტის მაგალითი და მოვარგეთსაკუთარ საგნობრივ მიმართულებებს.

IV დღე - 7აპრილი
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. განვიხილეთ პროექტის   პორთფოლიოს  მაგალითები, ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებაზე. ვიმუშავეთ ბლოგერში.


Vდღე- 13 აპრილი
დღეს ვიმუშავეთ პროექტებზე, ვიმსჯელეთ, როგორ გადავიდეთ შინაარსობრივი კითხვებიდან ზოგად კითხვებზე. რა სიტყვების გამოყენებაა სასურველი კითხვების  ჩამოყალიბებისას. მოვამზადეთ  სასურველი პრეზენტაცია.


VI დღე - 14 აპრილი
 ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.  ვისაუბრეთ კონკრეტულად იმ სიტყვებსა და ფრაზებზე, რომლებიც თავის თავში მოიცავს იმ უნარებს, რომლსაც  მოითხოვს 21-ე  ს-ის უნარების განვითარება. ვისაუბრეთ შეფასების აუცილებლობაზე პროექტის დროს და შეფასების ინსტრუმენტებზე, როგორც განმავითარებელ, ისე განმსაზღვრელ შეფასებაზე


VII დღე - 20აპრილი
  მეშვიდე დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალება, კერძოდ  სასწავლო პროექტის გეგმა. ყურადღება გავამახვილეთ ზოგად , თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ტრენინგმა ჩაიარა სამუშაო ვითარებაში. მივიღეთ შესასრულებელ დავალებებზე ინსტრუქცია.

VIII დღე - 4 მაისი
განვიხილეთ  პროექტის გეგმა, კერძოდ ყურადღება გავამახვილეთ მიზნებზე.  განვიხილეთ გუგლ ფორმი, როგორც ტრქნიკური ინსტრუმენტი.ასევე ვნახეთ ბლოგერის სხვადასხვა ტექნიკური ინსტრუმენტები.

IXდღე - 5 მაისი
  დღეს შევამოწმეთ ერთად პროექტის პორტფოლიოები, ვისაუბრეთ შეფასების ინსტრუმენტებზე, რომელიც მივუსადაგე ჩემ  პროექტს . განვიხილეთ შესრულებული ნიმუშები.

Комментариев нет:

Отправить комментарий